ბერძენ-სპარსელთა ომები ( მარატონის ბრძოლის შემდეგ)

ბერძნული ვერსია, თითქოს მარათონის ბრძოლის შემდგომ სპარსეთის მეფე მთელი ათი წლის განმავლობაში საბერძნეთის საწინაღმდეგო ლასქრობისათვის ემზადებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება და ანარეკლია ბერძენთა მიერ თავისი გამარჯვების  გაზვიადებისას. ამ ხანაში სპარსეთის მონარქიამ  რამდენიმე თვალსაჩინო მღელვარება  განიცადა  და მათი დამშვიდებას მოუნდა. 486 წელს მას განუდგა ეგვიპტე, რომელიც დარიოსის სიკვდილის შემდეგ (485წ.) კვლავ სპარსეთის მეუფებას დაუმორჩილა მისმა შვილმა ქსერექსემ. ამის მერე კი აჯანყდა ბაბილონი (484წ.), რომელიც აგრეთვე დიდი სისხლის ღვრის შემდეგ იქნა დამშვიდებული. მხოლოდ ამის შემდეგ  იწყო ქსერექსემ საბერძნეთზე გალაშქრებისათვის მზადება. ამ ლაშქრობის მიზნად უნდა ჰქონდა დასახული არა მარტო ათენელების დასჯა, როგორც 490წ., არამედ მთელი საბერძნეთის სპარსეთისათვის დამორჩილება. 480 წლის გაზაფხულზე თვით ქსერექსეს  მეთაურობით დაიძრა სპარსეთის ჯარი, გადავიდა ჰელესპონტზე და თრაკიის სანაპიროს გავლით მივიდა მაკედონიაში, სადაც თესალიით საბერძნეთს უნდა შესეოდა. 
ბერძნულმა ტრადიციამ ამ შემთხვევაშიც არაჩვეულებრივად გაადიდა შემოსული სპარსელების რიცხვი. ჰეროდოტეს გადმოცემით თერმოპილთან ბრძოლის დროს დახოცილი ბერძნების საფლავის ძგლზე მოთავსებული ყოფილა წარწერა, რომლიდანაც ჩანს, თითქოს,  აქ სამი მილიონი სპარსელი იბრძოდა ოთხი ათასი პელეფონესელის წინაღმდეგ. თვითონ ჰეროდოტეს ანგარიშით კი, საბერძნეთს უნდა შემოსეოდა ხუთ მილიონზე მეტი სპარსელი. ეს რიცხვი დიდად გადაჭარბებულად მიაჩნია მეორე ბერძენ ისტორიკოსს კტესიასს, რომელიც 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა სპარსეთში. მისი აზღით, თავდამსხმელთა რაოდენობა 800.000 მეომარს უდრიდა. არც კტსიასის ცნობაა დასაჯერებელი. სპარსელების ჯარის რიცხვი რამდენიმე ათეულ ათასს არ აღემატებოდა. 
ბერძნებმა გაამაგრეს თერმოფოლის გადასავალი, რომ სპარსელებისათვის  შუა საბერძნეთში შეჭრის საშუალება მოესპოთ. აქ პელოპონესელების მცირერიცხოვანი რაზმი სპარტის მეფის ლეონიდის მეთაურობით დიდ წინაღმდეგობას უწევდა სპარსელებს. ამავე დროს ბერძნების პლოტი ევბეის ჩრდილოეთ წვერთან- არტემისიონთან  შეება  სპარსეთის ფლოტს, მაგრამ სასურველი გამარჯვება ვერ მოიპოვა. ამასთან ერთად სპარსელებმა მოახერხეს ზურგიდან მოევლოთ თერმოპილის დამცვლელი რაზმისათვის, სავსებით ამოხოცეს იგი და თავისუფლად შეიჭრენ შუა საბერძნეთში. სპარსელების ხელში ჩაუვარდათ შუა საბერძნეთი ისტმოსამდე  და რასაკვირველია ატიკაც.  სპარსელებთან ომის წარმოების გარშემო ახლა ორი გეგმა წარმოიშვა:  სპარტა და პელოპონესის სახელმწიფოები მიზანშეწონილად სთვლიდნენ მტერთან ისთმოსთან შებრძოლებას და ამიტომ მის გამაგრებას, ხოლო ათენელებისა და კუნძულის ქალაქებს, რომელთაც თემისტოკლე მეთაურობდა, ყველაზე უფრო მისაღებად სალამინთან ბრძოლის გამართვა მიაჩნდათ. თემისტოკლემ მოახერხა, რომ ბრძოლა სწორედ სალამინთან მომხდარიყო და იგი ბერძნების ფლოტის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა.   479 წელს მარდონიოსმა (სპარსელების სარდალმა) საფუძვლიანად განადგურა ათენი. ამის შემდეგ სპარტამ გადაწყვიტა რომ დაეხმარებინა ატინას და მეფე პასანიასის მეთაურებით სპარსელების წინაღმდეგ ძლიერი კორპუსი გაგზავნეს. მაშინ მარდიონიოსმა საჩქაროდ დატოვა ატიკა და ბეოტიაში გადავიდა. აქ პლატეოსთან ბრძოლაში ძვ.წ. 479 წელს ბერძნებმა გაიმარჯვა. სპარსელებმა კი თავისი სარდალი მარდონიოსიც კი დაჰკარგეს. იმავე 479 წელს მიკალეს  კონცხთან დიდი საზღვაო ბრძოლა მოხდა. ბერძენთა პლოტმა განადგურა და დასწვა სპარსელების პლოტი. აქვე უნდა მოვიგონოთ ის დიდი მარცხი, რომელიც  ათენელებმა 454 წელს ეგვიპტეში განიცადეს. ეგვიპტის მოსახლეობა აჯანყდა  სპარსელების წინღმდეგ. ათენელებმა აჯანყებულთ დასახმარებლად გაუგზავნეს თავისი ფლოთის საუკეთესო ნაწილი, რომელიც თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული ნილოსის დელტაში. ამ ამბავმა ათენიელები დიდად შეშფოთა. ტენიელებმა კიმონის მეთაურობით გაგზავნეს პლოტი კვიპროსისაკენ. აქ კიმონი მალე გარდაიცვალა. ათენიელებმა კი კვიპროსის ქალაქ სალამინთან 449 წელს ზღვისა და ხმელეთზე  სრული გამარჯვება მოიპოვეს.იმავე 449 წელს სპარსეტის მეფის სატახტო ქალაქ სუზაში სპარსელებსა და ბერძენთა საკავშირო წარმომადგენლების შორის  დადებულ იქნა ეგროთწოდებული კალიასის ძავი. კალიასის ზავის თანახმად სპარსეთის მეფე უარს ამბობდა თავის ჰეგემონიაზე ეგეოსის ზღვასი ჰელესპონტისა და ბოსფორზე და მცირე აზიის პოლისებს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას აღიარებდა. ასე დამთავრდა ბერძნების ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლა სპარსეთის დესპოტიასთან.