1986 წლის 26 აპრილს, უკრაინასი მდებარე ჩერნობილის ბირთვულ კომპლექსში, ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მომხდარმა აფეთქებამ მსოფლიო ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ატომური კატასტროფა გამოიწვია. აფეთქების შედეგად რადიოაქტიური ნარჩენების დიდი რაოდენობა ატმოსფეროში გაიფანტა. იმჟამინდელი საბჭოთა პრემიერის, მიხაელ გორბაჩოვის თქმით, ჩერნობილის უპრეცედენტო მაშტაბის ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებდა მისი გუნდის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობას და საზოგადოებაში ინფორმაციის გამჭვირვალობის, საჯაროობის პრინციპების დამკვიდრებას.
რადიოაქტივობა და ცივი ომი
ჩერნობილის კატასტროფამ აჩვენა, რომ მსაბჭოთა კავშირის მსგავს ფაქტებთან გასამკლავებლად საჭირო რესურსი არ გააჩნდა. ცივი ომი გამწვავების ფაზაში, საბჭოთა ხელისუფლება შეიარაღების შეჯიბრებაში იყო ჩართული და არ უფიქრია იმაზე, რომ თავისი მნიშვნელოვანი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი მსგავსი ავარიების თავიდან ასაცილებელი ტექნოლოგიების დახვენისა და ატმოსფეროში ტოქსიკურ ნივთიერებათა ნაწილაკების გაფანტვის საწინააღმდეგო საშუალებების შექმნისათვის გამოეყენებინა.
"ლიკვიდატორები"
რადიოაქტიური ნივთიერებების გაოსხივების მაღალი მაჩვენებლების ფონზე, რობოთების მუშაობა არაეფექტიური აღმოჩნდა, რიც გამოც კატასტროფის ადგილას მაწმენდი სამუშაოების შესრულება "ლიკვიდატორებს დაევაალთ. ექვსი თვის განამვლობაში, 600,000 ადამინაი, უმეტესად რეზერვისტი, ჩავიდა ჩერნობოლში. სასიკვდილო რადიაციის ზონაში მოხვედრილი "ლიკვიდატორები" უშუალოდ რეაქტორის სიახლოვეს მხოლოდ 60 წამის განმავლობაში ჩერდებოდნენ, მაგრამ დროის ამ მონაკვეთშიც ისეთი დოზით მიიღეს დასხივება, რომ სამუდამოდ შეერყათ ჯანმრთელობა.
ადამიანური დანაკარგი
ჩერნობოლის კატასტროფიდან ერთი კვირის თავზე 31 ადამიანის გარდაცვალების ფაკტი გამოვლინდა. ისინი აფეთქებისა და რადიაციის ინტენსიური გამოსხივების მსხვერპლი გახდნენ. "ლიკვიდატორებს" კიბოსა და სხვა პატოლოგიური დაავადებების შემთხვევები გაორმაგდა, ამ მხრივ, გასაკუთრებით უკრაინის, რუსეთსისა და ბელარუსიის მოსახლეობა დაზარალდა. იმატა გენეტიკური პათალოგიებით დავადებულ ბავშვთა რიცხვმაც. კატასტროფის ზონიდან ევაკუირებულ იქნა 100 000 ადამიანი, ხოლო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 30 კმ რადიუსში არსებული ზონა რადიაციული დაბინძურების გამო შემოისაძღვრა.
გამოყენებული ლიტერატრუა:
TIME "ბერლინის კედლის დაცემა".
2011,Editiorial Sol 90, S.L. Barcelona (Spain)