ბერძენ-სპარსელთა ომების საბაბი გახდა იონიის აჯანყება და ევროპელ ბერზენთა დახმარება. აჯანყება დაიწყო მილეტმა და მალე იგი მტელ სანაპიროს მოედო.
500-499 წელს აჯანყების სათავეში ჩაუდგა მილეტის ტირანი არისტაგორე. არისტაგორე საბერძნეთიდან დახმარება სტყოვა. სპარტამ და მისმა მოკავშირებმა უარყოფითად შეხედეს ამ მოვლენას და სრული უარით გამოისტუმრეს არისტოგორე, მაგრამ არისტოგორეს დაეხმარა ათენიელები და ათენიელებმა დაადგინეს გაემგზავნათ იონიელების დასახმარებლად 20 გემი. ათენის გარდა ერეტრიამაც გაუგზავნა იონიელების დასახმარებლად 5 გემი. ამის მერე აჯანყებულებმა კიდევ რამდენიმე წელს შესწეს სპარსელების წინაყმდეგ ბრძოლას, მაგრამ მატი საქმე უკვე განწირული იყო. მილეტის მახლობლად, ლადესთან საზღვაო ბრძოლაში (494წ.) უკვე ნათლად გამოჩნდა მათი თანხმოებისა და მთლიანობის დაშლა. ასეთ პირობებში შემოარტყეს სპარსელებმა ალყა ძღვიდან და ხმელეთიდან აჯანყების სულის ჩამდგმელ მილეტს, რომელიც აჯანყებების მეექვსე წელს (494წ.) აიღეს და მიწასთან გაასწორეს. მილეტის ასეთი განადგურების უდიდესი შთაბეჭდილება მოუხდენია საერთოდ ყველა ბერძენ ტომებზე. ერთი წლის შემდგომ (493წ.) დანარჩენი ქალაქებიც, რომლებიც ჯერ კიდევ განაგრძობდნენ ბრძოლას. დაპყრობილ იქნენ. ასეთი მარცხით დამთავრდა იონიელთა აჯანყება სპარსელების წინაღმდეგ.