ქართველი ერის უკვდავ მოღვაწეთა შორის ჩვენ გვინათებს შარავანდედით მოსილი სახე ილია ჭავჭავაძისა. ილია ჭავჭავაძე ცენტრალური ფიგურაა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მწერლობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ილი ჭავჭავაძე და მისი თანამოღვაძე აკაკი წერეთელი არიან დიდი ფუძემდებელი ახალი ქართულ იმწერლობისა და ახალი ქართული სალიტერატურო ენისა. ილია ჭავჭავაძის სამწერლო მოღრვაწეობა უაღრესად ფართო დიაპოზონისა, შეიძლება ითქვას- უნივერსალური ხასიათისა იყო. ილია არის შემოქმედი ბრჭყინვალე შედევრებისა მხატვრული მწერლობის დარგში, როგორცაა“განდეგილი“ და „კაცია-ადამიანი“ „კაკო ყარჩაღი“, და „გლახის ნაამბობი“, „ბაზალეთის ტბა“ და „ოთარაანთ ქვრივი“, „აჩრდილი“ და მგზავრის წერილები“ ილია ამავე დროს არის დიდი პუბლიცისტი, ასევე კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ეკონომისტი, სოციოლოგი, ღრმა მოაზროვნე. ილია არის ქართველი ხალხის განმანათლებელი.
ოჯახური გარემო
ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს, 27 ოქტომბერს კახეთში,
სოფელ ყვარელში. მწერლის ოჯახში, მე-19 საუკუნის
პირველ ნახევარში, კერ კიდევ ცოცხალი იყო ძველი საქართველოს ისტორიული ტრადიციები.
მწერლის პაპა პაატა ჭავჭავაძე მომსწერე იყო ერეკლე მეფისა.
პატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი,
ალექსანდრე, გრიგოლი(მამა ილიასი) და იოსები. პატას პირველი ოთხი ვაჟი რუსეთის ჯარში
ყოფილან სამსახურში ოფიცერბად.ამათგან პირველი სამი, ჯერ კიდევ ახალგაზრდები, ომებში
დაღუპულან. მეოთხე ვაჯი პაატასი,- გრიგოლი, მამა ილიასი, დაბადებულა 1811 წელს. გრიგოლ ისევე როგორც მისი ძმები, ერთხანად სამხედრო სამსახურში
ყოფილა ოფიცრად. როგორც იტკვევა, გრიგოლი თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული ადამიანი
ყოფილა. ილია თავის ავტობიოგრაფიაში თავმდებლურად შენიშნავს მამის შესახებ: „ მამაჩემი რამდენადმე განათლებული
კაცი იყო, ოფიცირად მსახურობდა ბიჟეგოროდის დრაგუნთ პოლკში და რუსული კარგად იცოდა“-ო.
ძველ საზოგადო მორვაწე მ. ნასიძე, ილია ჭავჭვაძის ბიოგრაფიაში, რომელიც ილიას სიცოცხლეში
გამოქვეყნდა წერს ილიას მამის გრიგოლის შესახებ:გრიგოლ ჭავჭავაძე ცნობილი იყო მთელ
კახეთში როგორც გონებამახვილი, სტყვამოსწრებული კაცი, თავის ფდროძე ზომიერი ხუმრობა
უყვარდაო.
ილიას მამა გრიგოლი სოფელში დასახლდა, მისი ცხოვრება
ვერ მოეწყო ბედნიერად. გრიგოლს გარდაცვალ ახალგაზრდა
მეუღლე და წვრილ შვილებძე ზრუნვა მას დააწვა ტვირთად.
ილიას მამამ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა. რათა შვილებს
სათანადო განათლება მიეღოთ. გრიგოლი ზრუნავდა არა მარტო ვაჟების განათლებაზე, არამედ
თავისი უფროსი ქალი ნინო აგრეთვე ჩამოუყვანია სოფლიდან თბილისში და წმ. ნინოს სახელობის
ქალთა სასწავლებელში ზრდიდა. ამ დროს ქალების მიბარება სასწავლებელში, ისდიც პროვინციიდან,
იშვიათი შემთხვევა იყო. გრიგოლი როგორც ირკვევა,
თავისი დროისათვის მოწინავე შეხედულებების ადამიანი ყოფილა. გრიგოლი გარდაიცვალა შედარებიტ
ახალგაზრდა კაცი, 41 წლისა, 1852 წელს, როდესაც ილია 15 წლისა იყო და გიმნაზიაში სწავლობდა.
დედა ილიასი- მარიამი თბილესელი მკვიდრი იყო, ბაბურიშვილის
ქალი, კახეთის აზნაურის ქრისტეფორე ბებურიშვილისა. მარიამი დაბადებულა 1818 წელს. იგი
სრულიად ახალგაზრდა გათხოვილა გრიგოლზე. მარამი ძველებურის წესიტ კარგად განათლებული
ყოფილი ქართულ ენაზე. მარიამი ნათელი ბუნების ადამიანი ყოფილა, შესანიშნავი აღმზრდელი
თავისი შვილებისა.
ილია თავის ავტობიგრაფიაში წერს:
„დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელ იქართული მწერლობა,
სულ ზეპირად ჰქონდადასწავლილი თითქმის ყველა ლექსი და ძველებური მოთხრობა და რომანი,
რომელიც კი იშოვდებოდა მაშინ ან დაბეჭდილი, ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს
და გვიკითხავდა მოთხრობებისა და ამბებს. წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარსს და მეორე
დღის საღამოზედ გვიკითხავდა: აბა ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გავიგონეთო.
ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით“.
ამ დროიდან, ბავშვობიდანვე, ილიას უსაყვარელი წიგნი
გამხდარა შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“ როემლსაც დედა უკითხავდა და ასწავლიდა.
ილიას მშობლება ექვსი შვილი ჰყოლიათ: კონსტანტინე, ნინო,
ილია, ელისაბედი, თემური და სვიმონი. ილიას უფროსი ძმა კონსტანტინე, რომელიც 1852 წელს მამას გაუგზავნა
მოსკოვის უნივერსიტეტში შესასვლელად, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩამობრუნებულა საქართველოსი.
იგი ჯერ როდესაც ახალგაზრდა 22 წლისა მოუკლავთ ლეკებს 1854 წელს. უმცირესი ძმა ილიასი სვიმონი სრულიად მცირეწლოვანი
გარდაცვლილა. მესამე ძმა ილიასი თემური გარდაიცვალა 1860 წელს 15 წლისა, როდესაც იგი
პეტერბურგში კადეტთა კორპუსში სწავლობდა. ილიას და-ძმებიდან შერჩნენ დები ნინო და ელისაბედი. ილია ათი წლის იყო, როდესაც 1884 წე;ს გარდაიცვალა ილიას დედა მარიამი, ჯერ
კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქალი, 30 წლისა. ილიას მამამ გრიგოლმა ობოლეის აღზრდა მიანდო
თავის დას მაკრინეს. მ. ნასიძის აზრით, პატარა ილიაზე მამიდა მაკრინეს განსაკუთრებული
გავლენა ჰქონდა, არანაკლები ვიდრე დედ-მამას.
მართლაც, მამაკრინეს
სიყვარული დაუბსახურება თავისი ძმისწულებისა, კერძოდ ილიასი. ტუ როგორ აფასებდა ილია
თავის აღმზრდელ მამიდას, თუ როგორი ნამდვილი შვილური სიყვარულით ერქცეოდა იგი მას,
ჩანს ილიას ქვემომოყვანილი წერილიდან მამიდისადმი. ილია წერს ამ წერილს უკვე დავაჟკაცებული,
ცხოვრებაში გამოსული განთქმული მწეალი.
ილიას დედა ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა, როდესაც,
1845 წელს, რვა წლის ილია მშობლებმა მიაბარეს სოფლის საშინაო სკოლაში ადგილობრივ მთავართან. ილია მეთერთმეტე წელში იყო გარდამდგარი, როდესაც
მამამ 1848 წლის იანვრისათვის ჩამოიყვანა იგი თბილისში სასწავლებელში შესაყვანად. ილია
მამამ მიაბარა პანსეონში, რომელიც ეკურთვნოდა პედაგოგის რაევსკის. ეს პანსეონი კერძო
სასწავლებელი იყო დას სასწავლო კურსითპროგიმნაზიას წარმოადგენდა. რაევსკის პანსიონი
საუკეთესოდ ითვლებოდა თბილისი სასწავლებელტა შორის. ილია ამ პანსეონში სწავლობდა 1848-1851 წლებში.
ილიამ პანსიონის პროგიმნაზიული კურსი დაამთავრა
1851 წელს და 1852 წლის იანვრიდან სევიდა გიმნაზიაში სადაც იგი მეოთხე კლასში მიუღიათ. ილია ახალშესული იყო გიმნაზიაში, როდესაც იმავე
1852 წელს 8 დეკემბერს გარდაიცვალა მამა. ამის
შემდეგ ილიას ოჯახი უკიდურეს მატერიალურ გადაჭირვებაში ჩავარდნილა. თბილისის გიმნაზია, სადაც ილია სწავლობდა
1852-1856 წლებში უძველესი საშუალო სასწავლებელი
იყო თბილისში. იმ წლებში, როდესაც ილია გიმნაძიაში სწავლობდა, გიმნაზიის საპატიო მზრუნველად
იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი. გიმნაზიაში ილიასთან ერთად სწავლობდნენ
მტელი რიგი მოწაფეები, რომლებიც შემდეგ იყვნენ ილიას თანამშრომელი საზოგადოებრივი მოღვაძეობის
ასპარეზზე, ან მეგობრები.
ილია გიმნაზიელობის დროს ყოველ ზაფხულს სოფელში ატარებდა.
ილიას უკვე ახალგაზრდობიდანვე იტაცებდა სულ სხვა სამყარო... ილიას გული ადრევე გამსჭვალულა
მისი დამონებული სამშობლოს სიყვარულით.
ილიამ,
როგორც მოვხსენე, 1856 წელს დატოვა გიმნაზიის კედლები. მომდევნო წელს, 1857-ში ილია
შეუდგა მზადებას რუსეთში წასვლისათვის, პეტერბურგის უნივერსიტეტში სესავლელად. ილია
ამ რდოს მეოცე წელში ყო გადამდგარი. ილია სულიერად უკვე დავაჟკაცებული იყო. იგი სიმწიფეში
შედიოდა როგორხ პოეტი. არწივი ამ დროს პირველად შლიდა ფრთებს.
ილია პეტერბურგში ჩავიდა 1857 წლის ზაფხულში. ილიამ
ცააბარა უნივერსიტეტში შესასვლელი გამოცდები და 1857 წლის 15 ოქტომბერს ჩაირიცხა სტუდენტად
პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ილიამ უნივერსიტეტში დაჰყო
1857-1861 წლები, ოთხი წელი. პეტერბურგის უნივერსიტეტი ილიას დროს ყველაზე მოწინავე
უმაღლეს სასწავლებლად ითვლებოდა რუსეთში. ილიას
სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც
ილიასთან ერთად სწავლობდა როგორც გიმნაზისი ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა,
რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში: ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო სხოვნა სტუდენტს ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი
სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა. კოხტა აფხაძი ილიას სტუდენტობის
დროის შესახებ შემდეგ გადმოგვცემს:
„უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური
სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. აქაც იგივე ჩვეულება ჰქონდა (რაც გიმნაზიაში), მთელი
წელიწადი სამოსწავლო საგნების ყურადღებას არის აქცევდა და სულ სხვა წიგნების კითხვაში
იყო გართული, კითხულობდა სხვათა შორის ბევრს ძველ ქარტულ წიგნებს. მოახლოვდებოდა ეგზამები
და ილია სწავლას შეუსდგებოდა. დღე-ღამეში ხშირად 18-20 საათს მუშაობდა და რამდენჯერ მინახავს, რომ წიგნიდან მჯდომარეს
ჩასძინებია... ჩვენ, სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო
კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვიკითხულობდით ხშირად
ქართულ წიგნებს. ნიკო ნიკოლაძეს წერილში „ახალი ახალგაზრდობა“ მომელიც 1873 წელს გამოქვეყნდა,
გადმოგვცემს საყურადღებო ცნობებს 60-იანი წლების ქართველი სტუდენტობის აღძრდაზე და
კერძოდ ილია ჭავჭავაძეზე.