1.ამ ამასისის წინააღმდეგ ილაშქრა კამბისესმა, კიროსის ძემ, მოიყვანა თან სხვებიც, ვისაც მართავდა და მათ შორის ელითაგან იონიელები და ეოლიელები. მან შემდეგი მიზეზების გამო ილაშქრა: კამბისესმა გაგზავნა ეგვიპტეში მოციქული და სთხოვა ამასისს ასული. მან ეს მოითხოვა ერთი ეგვიპტელ იკაცის რჩევით, რომელიც ამასისის უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ყველა ეგვიპტელ ექიმთაგან ეს იყო ცოლსა და შვილებს მოწყვეტილი და სპარსელებში გაცემული მაშინ, როდესაც კიროსმა გაგზავნა ამასისთან კაცი და მოსთხოვა თვალის ექიმი, საუკეთესო მათშორის, ვინც ეგვიპტეში იყო. ამაზე გაჯავრებული ეგვიპტელი აქეზებდა მას რჩევით და ეუბნებოდა კამბისესს, ეთხოვა ამასისათვის ასული, იმისი იმედით, რომ ამასისი ან მისცემდა და დამწუხრდებოდა, ან არ მისცემდა კამბისესს ქალს და ამით გადაიკიდებდა. ამასისის შეაწუხა სპარსელთა ძლიერებამ და შეშინებულმა არ იცოდა, მიეცა ასული, თუ უარი ეთქვა, რადგან კარგად იცოდა, რომ კამბისესს მისი ასული ცოლად კი არ უნდოდა, არამედ ხარჭად. მან მოიფიქრა ყოველივე ეს და ასე მოიქცა: წინანდელ მეფეს, აპრიესსს ჰყავდა ასული, ტანადი, ლამაზი და ამ დროისათვის მთელი სახლიდან მარტო ისღა იყო გადარჩენილი, სახელად ერქვა ნიტეტისი. ეს ქალი ამასისმა მორთო ტანსაცმლითა და ოქროულობით და გაუგზავნა სპარსელებს, როგორც საქუთარი ასული. ცოტა ხნის შემდეგ . როდესაც კამბისესი ქალს ეალერსებოდა და მამის სახელით იხსენიებდა, ქალმა უთხრა: " მეფეო არც კი იცი, რომ ამასისმა მოგატყუა: მან მე მომრთო და შენთან ისე გამომგზავნა, თითქოს საკუთარ ასულს გაძლევდა, სინამდვილეში კი მე აპრიესის ასული ვარ, რომელიც მისი მეუფე იყო და რომლის წინააღმდეგაც ამბოხდა იგი ეგვიპტელებთან ერთად და მოჰკლა". ამ მონათხრობმა და მთელმა ამ ამბავმა დიდად განარიცხეს კამბისესი კიროსის ძე და ეგვიპტის წინააღმდეგ ბრძოლა განაზრახვინეს.
38. ამრიგად, ჩემტვის ყოველმხრივ ცხადია, რომ კამბისესი ნამდვილი გიჯი იყო. თუ არა და, სალოცავებსა და ადათ-წესებზე დაცინვას ვერ გაბედავდა. რადგან ვინმემ რომ შეთვაზოს რომელსაც გნებავტ ხალხს, გამოარჩიე ყველა არსებულ ადათ-წესს შორის საუკეთესო, ის, რომგადახედავს, რა თქმა უნდა, გამოარჩევს თავის საქუთარს. ეგრე მიაჩნია თითეულ ხალხს, რომ მისი ადათ-წესები ბევრად უკეთესია სხვისაზე. ამიტომაც არაა ჩვეულებრივი, რომ გიჯს გარდა სხვა ვინმე დასცინოდეს ასეთ რამეებს. რომ ასეთი ადათ-წესების მიმართ ყველა ადამიანი ასე იქცევა, ამის საბუთად ბევრი სხვა რამის მოყვანა შეიძლება და მათ შორის ამისაც: დარიოსმა თავისი მმართველობის დროს დაუძახა იმ ელინებს, ვინც მის კარზე იყვნენ და შეეკითხა, რა საფასურით მოინდომებდნენ ისინი თავიანთი დახოცილი მამების შეჯამას. მათ უპასუხეს, რომ არაფეის გულისთვის არ გააკეთებენ ამას. ამის შემდეგ დარიოსმა დაუძახა ინდთაგან ეგრეთწოდებულ კალატიებს, რომლებიც მშობლემს სჭამენ და შეკკითხა ელინების თანდასწრებით, რა საფასურით დათანხმდებიან ისინი რომ გარდაცვლილი მამები ცეცხლს მისცენ. იმათ საშინლაფ შეჰყვირეს და შესძახეს ამას რას ლაპარაკობსო. აი ასე წმინდად მიაჩნია ხალხს თავისი წეს-ჩვეულებები და მე ვფიქრომ, სწორედ ამბობდა პირდარე თავის პოემებში, ადათ-წესები ყველაფრის მეფეაო.
Hiç yorum yok:
Yorum Gönder