მცირე აზიაში თურქული ტომების დასახლება (1 ნაწილი )

მცირე აზიაში თურქული ტომები ჩნდემიან მე-4 საუკუნის მიწურულიდან. ისინი აქ მოდიოდნენ სხვადასხვა გზებით- ირანიდან, კავკასიიდან, შავიზღვისპირეთიდან და ბალკანეთიდან. მათი გამოჩენა მცირე აზიაში დაკავშირებული იყო ხალხების დიდ გადასახლებასთან: მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აგრეთვე ჰუნების ლაშქრობებმა და მე-6 მე-7 საუკუნებში ბულგარებისა და სუვარების შემოსვლამ მცირე აზიაში. 
მე-6  საუკუნის მიწურულისათვის კონსტანტინოპოლში გვხდება თურქული მოდგმის მცხოვრებლები-ავარები, ბულგარები, ხაზარები. ცნობილია რომ ზოგიერთ ბიზანტიელ  იმპერატორს ცოლად ჰყავდა ხაზართა მეფის ასული.  
მე-8 მე-10 საუკუნებში შუა აზიიდან და ხორასნიდან მოვიდა თურქთა დიდი ნაკადი.  აბასელი ხალიფები მათ იყენებდნენ როგორც სამხედრო ძალას, თავიანთი დასავლეთი საზღვების დაცვის მიზნით.  
მე-11 მე12 საუკუნებში ბიზანტიის სამფლობელოებში ჩრდილოეთ- დასავლეთიდან იჭრებიან სხვა თურქული ტომები- პაჭანიკები, უზები,  ყივჩაღები. მათ ბიზზანტიის მთავრობა იყენებდა როგორც დაქირავებულ ძალას და ასახლებდა საზღვრო პროვინციებში.  
მე-11 საუკუნეში მცირე აზიის საზღვრებს მოადგა ახალი, გაცილებით უფრო ძლიერი  მიგრაციული ტალღა  ოღუზურ-თურქმენული ტომებისა შუა აზიიდან, რომელმაც შეცვალა რეგიონის ეთნიკური სურათი. 

Hiç yorum yok:

Yorum Gönder