ქუთაისში საადგილმამულო ბანკის დაარსების ისტორია 1866 წლიდან იწყება. მასში ჩართული იყო მთელი დასავლეთ საქართველოს მოწინავე ინტელიგენცია: ბესარიონ და ნიკოლოზ ღოღობერიძეები, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი და სხვ. მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებდა თვალს ილია ჭავჭავაძე. 1867 წელს ქუთაისის თავადაზნაურობა ბანკის დაწესებას შეუდგა. ამოირჩიეს კომისია ბანკის წესდების პროექტის შესადგენად 25 კაცის შემადგენლობით, რომელსაც 6 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია.
ბესარიონ ღოღობერიძე
1873 წელს უკვე შედგენილი იყო ბანკის პროექტი ბესარიონ ღოღობერიძის (თერგდალეული,ღარიბი თავადაზნაური დაამთავრა თბიილისი გიმნაზია, საკუთარი შრომით მოგროვებული ფულით ისწავლა რუსეთში მატემატიკა.1863 წელს ბრუნდება თბილისში,ინიშნება გიმნაზიის მასწავლებლად,1868წ თბილისის ქალთა ინსტიტუტის დირექტორად.1874წ თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორად) მიერ,ის იყო პირველი რომელმაც ამ საქმეს მოკიდა ხელი. მისი ღვაწლი დაუფასებელი არ დარჩენილა. იგი ბანკის გამგეობის თავჯდომარედ აირჩიეს კრებაზე. თბილის სათავადაზნაურო ბანკის თავჯდომარე ილია ჭავჭავაძე ასევე ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი ღოღობერიძის მოწინააღმდეგეთა რიგეში აღმოჩნდნენ თვლიდნენ, რომ ის არ იყო ამ საქმის თვის კარგი კანდიდატი. თუმცა ილია შემდეგ მიემხრო ღოღობერიძეს რადგან თვლიდა რომ საქმის მცოდნე იყო და მისი პროფესია დაეხმარებოდა ბანიკის მართვაშივაში. მას მეგობრები არ დაეთანხმნენ და გამწვავდა ურთიერთობა ილიასა და აკაკის,ნიკოლაძეს შორის რის შესახებნაც შემდეგში მოგახსენებთ. მესხი მეუღლეს წერდა „ჩვენ ე.ი. მე, ნიკოლაძეს და აკაკის ერთი მხრივ და ილიას ჭავჭავაძეს და საზოგადოთ ღოღობერიძეებს მეორე მხრივ, ცოტაოდენი კინკლაობა მოგვივიდა. ქუთაისში დაიწყო საქმე, ჩვენ ერთი მხრივ ვიყავით, ცალკე პარტიას შევადგენდით და ღოღობერიძეები მეორე მხრივ.“
მეორე წერილი „ბესარიონ ღოღობერიძისადმი ილიას მიმხრობამ გამოიწვია. ამიტომ ჩვენ შორის ხომალდები დავწვით და ყვეელაფერი გათავდა“.
ბანკი ოფიციალურად გაიხსნა 1876 წელს. ერთი წლის შემდეგ გამგეობა შეიცვალა და მისი თავმჯდომარე ნიკოლოზ ღოღობერიძე გახდა. ამავე წელს დაინიშნა ბანკის დამფუძნებელთა პირველი კრება , კრებამდე გამოქვეყნდა პირველი ანგარიში რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოყვა. აკრიტიკებდნენ ბანკის მუშაობას გაზეთ“ტიფლისკი ვესტნიკაში“ ასევე ნიკოლაძე აკრიტიკებდა და შეიქმნა კომისია რომელსაც ბანკის კონტროლი დაევალა.ილია იცანდა ქუთაისის ბანკს.ქუთაისის საადგილმამულო ბანკმა იარსება 1921 წლამდე.
ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია აღნიშნული ბანკის 8803 შესანახი ერთეული, რომლებიც სრულად ასახავე ნაღნიშნული დაწესებულების საქმიანობას. ფონდში დაცული დოკუმენტები მრავალფეროვანია. მასში, უშუალოდ ბანკის მუშაობის არაერთ საინტერესო დოკუმენტთან ერთად, დაცულია მასალები ბანკში დაგირავებულ ქონებაზე და დამგირავებლებზე. აღნიშნული მასალიდან ყურადღებას იმსახურებს ცალკეულ შენობა-ნაგებობების გეგმები და პროექტები. მხოლოდ ქუთაისის შესახებ დაცულია 140 გეგმა-პროექტი, მათ შორის ისეთი დაწესებულებების როგორიცაა ქართული გიმნაზია, კინოთეატრი ,,რადიუმი”, რეალური სასწავლებელი და სხვ. ასევე დაცულია ბათუმის 51, სოხუმის - 45, ფოთის - 29, თბილისის - 84 შენობის პროექტი და სხვ. დიდი რაოდენობითაა ცალკეული ადგილ-მამულების გეგმები. საინტერესოა დოკუმენტები, რომლებიც ბანკის სხვადასხვა დაწესებულებასთან ურთიერთობას ასახავს.
ფონდში დაცული დოკუმენტების მცირენაწილია შესული სამეცნიერო ბრუნვაში. აღნიშნული ფონდის, ისევე, როგორც ეროვნული საარქივო ფონდის სხვა დოკუმენტების გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ბანკის ეკონომიკა
თბილისის სათავადაზნაურო ბანკი განაგრძობდა არსებობას, საინტერესოა ბანკის ეკონომიკური მდგომარებასთან დაკავშირებით, გამართლდა თუ არა მოლოდინები, რამდენად სარგებლობდა მოსახლეობა ბანკით და ნახა თუ არა ბანკმა მოგება. ამისათვის ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე კრებას სადაც ზუსტად ეს თემებია განხილული. 1877 წელს მიიღეს 22,939 მანეთის მოგება, კრებამ მოგებიდან საზოგადო საქმისთვის გადადო 10,323მანეთი, მაგრამ რაკი საზოგადო საჭიროებას გაცილებით მეტი თანხა უნდოდა, კრებამ დაადგინა, რომ აღნიშნული თანხა დარჩეს ზედამხედველი კომიტეტის განკარგულებაში მანამ საჭირო ფული მოგროვდებოდა.ბანკის ანგარიში დაამტკიცა კრებამ. ასევე ამავე წლის 21აპრილს მიიღეს გადაწყვეტილება რომლითან დაკმაყოფილებული იქნა ზედამხედველი კომიტეტის შუამდგომლობა ბანკის დამფუძნებელთა 1876 წლის 18 მაინის კრების გადაწყვეტილების თაობაზე.ეს წესდება გულისხმობდა გარკვეულ ცვლილებების შეტანას წესდებაში.1878წლის აპრილში თავადაზნაურთა საბანკო კრებაზე განიხილეს ბანკში 3 წლის ანგარიში რომლიდანაც ჩანს რომ ბანკს ამ ხნის განმავლობაში გაუცია 177 გრძელვადიანი სესხი 1.301.700მანეთის გირაოს ფურცლებით აქედან სოფლის მამულების გირაოთი გაცემულია 66 სესხი 582900მანეთის გირაოს ფურცლებით, ორივე სესხი უზრუნველყოფილია მამულების და უძრავი ქონების დაწესებული გირაოითი. 3წლის განმავლობაში ბანკს მიუღია წმინდა მოგება 67.496 მანეტი და 90 კაპიკი.
5 წლის შემდეგ ჩატარებულმა კრებამ ცხადყო რომ 1874 წელს მიღებული ბანკის წესდება არამხოლოდ ჩასწორებას არამედ სრულიად შეცვლას მოითხოვდა. ეს წესდება შეადგინა ისევ ილიამ და გამგეობის წევრებმა. ფინანსთა სამინისტრომ 1881წელს მიიღო ახალი წესდება, ეს იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ბანკის მოქმედების სფერო თბილისი გარდა ვრცელდებოდა ერევნის, ბაქოს, ქუთაისის გუბერნიებზე, ასევე სოხუმის სამხედრო განყოფილებაზე. შემდგომშუ ბათუმზე 1891წელს. გაიზარდა ბანკის მოქმედების სფერო. შემოიღეს წევრ მსესხებელთა ინსტიტუტი(მსესხებელიც შედიოდა ბანკის წევრებში სინი მონაწილეობას იღებდნენ ბანკის საქმიანობაში) ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ვინაიდან 1881 წლისან 10 თვის განმავლობაში 3 მილიონამდე გირაოს ფურცლები გაიცა რაც 2-ჯერ აღემატებოდა ბანკის მიერ არქმდე გაცემულ სესხებს, შესაბამისად გაიზარდა მოგებაც და ამ დროსითვის ის შეადგენდა 72,298 მანეთს. მიუხედავად სიკეთისა ამ წესდებამ გაართულა საფინანსო ოპერაციები. 1882 წელს ბანკმა დიდი თანხა იზარალა კონკრეტულად ნახევარ მილიოზე მეტი.რაც გარკვეულ წილად განაპირობა ისტორიულმა რეალობამ როგორიცაა რუსეთ-თურქეთის ომი,თბილის-იბაქოს შორის რკინიგზის მშენებლოაბა( იყო მოსაზრება რომ ამიერკავკასიის სავაჭრო ცენტრი გადავიდოდა ბაქოში) გამოიწვია მნიშვნელოვანი კანტორების დახურვა მათ გაიტანეს ბანკიდან სესხი, რაც ცუდად აისახა საბანკო ისტორიაზე.ბანკის ანგარიშებმა აჩვენა რომ ზარალის მომტანი მამულები თბილისში იყო.აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს მამლები არ იყო შეფასებული სწორად და მას შემდეგ რაც ბანკს დარჩა ისინი უფრო ნაკლებად იყიდებოდა ვიდრე გაცემული თანხა იყო. ამიტომ გადაწყვიტეს რომ დამფასებელ კომისიას უფორ კარგად უნდა ემუშავა. ბანკმა რათმქუნდა ნახა ზარალი. ამას ადასტურებს ფაქტების 1883 წლის 1 იანვრამდე ბანკმა გასცა 4.410.700 მანეთი გირაოს ფურცლებით.
604.483 მანეთი იზარალა. 1883 წელს პირველად გამოთქვა უკმაყოფილება ბანკის ხემძღვანელებთან. ეჭვი შეიტანეს მათში და გადაწყვიტეს მათი საქმიანობის შემოწმება. სხვა შენიშვნები არ იყო. ილია გამოვიდა ამა კრებაზე და და დაამტიკეცეს ანგარიშგება. ამვე წელს ბანკი განაგრძობს არსებობას მიუხედავად პრობელემებისა და წინაღმდეგობებისა.1886 წელს უპირისპირდება ყიფიანი თუმცა მასაც იგერიებს და კარგ პასუხს სცემ ს ილია. 1891 წლის ხარჯთაღრიცხვაც საკამათო იყო რომელიც გულისხმობდა ხელფასების მომატებას, შემფასებელი კომიისის ბიუჯეტის გაზრდა მიუხედავად კამათისა მაინც დაამტკიცეს ეს ხარჯთაღრიცხვა. კომიისის ხელახლა არჩევაზე კრებამ უარი თქვა, მათ და ზედამხედველ კომიტეტს დაევალა სიტუაციების გაანალიზება, შესწავლა და პრობელლების გადაჭრა რომ ბანკს არ შექმნოდა მომავალში ეკონომიკური პრობელები და არ გაკოტრებულიყო. ასე აგრძელებს ბანკი არსებობას მაშინ როცა რუსეთის იმპერიაში ფართოდ ახორციელებს ეროვნულ ჩაგვრას ქართველების და სხვა კოლონიური ხალხების წინააღმდეგ. ბანკი ცდილობს შეინარჩუნოს სტატუსი და ის ერთგვარი საშველი იყოს ქართველებისთვის.
Lale Qurbanova
თამარ კუდიანაშვილი
მარიამ მენაბდე