სათავადაზნაურო ბანკი 2 ნაწილი


დაარსება/იდეა/მიზანი

როგორც ვიცით მე-19საუკუნეში საქართველოში განხორციელდა საგლეხო რეფორმა, რაც თავისთავში გულისხმობს ბატონყმობის გაუქმებას, ეს ფაქტი წინ უძღოდა ბევრ საინტერესო იდეის განხორციელებას, მათ შორის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის დაარსებას, რომლის სულის ჩამდგმელად დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე მოიაზრებიან.საინტერესოა რა ვითარება იყო საგლეხო რეფორმის შემდეგ საქართველოში და მაინდამაინც ამ დროს რატომ დაარსდა ბანკი?როგორც ვიცით საგლეხო რეფორმამ გააძლიერა გლეხის ქონება, შესაბამისად შემცირდა ბატონისა, ვინაიდან ბევრი მათგანი ამ რეფორმით იმ ძალის გარეშე დარჩა რომლითაც სულდგმულობდა,უფრო მეტად განმტკიცდა ფულადი ურთიერთობები, რამაც უფრო მეტად დაამძიმა თავადების დიდი ჯგუფი.ამ მდგომარეობაზე ფიქრი დაიწყო ლიბერალური თავადაზნაურობის მცირე ნაწილმა,განსაკუთრებით ამ სიტვაცია დიმიტრი ყიფიანი ჩააფიქრა და მან გადაწვიტა პრობლემის მოგვარების გზები ეძებნა და იდეაამაც არ დააყოვნა, რაც 1862წლის 30აპრილს როცა იხილებოდა მის მიერ წარმოდგენილი საგლეხო რეფორმების გატარების ძირითადი პრინციპები, მან წამოაყენა იდეა რომ თავადაზნაურობისთვის უნდა გადაეხადათ თითო განთავისუფლებულ მონაზე 400 მანეთი, ამ თანხის ნაწილს ისინი ბანკის დაარსებაში ჩადებდნენ, ასევე რეფორმები გულისხმობდაა რომ გლეხებისთვისტ არ დაეწესებინათ „თვითგამოსასყიდი“.ანუ ამ რეფორმით შეიძლება ვთქვათ რომ წაგებული არავინ რჩებოდა, თუმც აამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო საყურადღებო ბანკის დაარსების თემაა, მისი მიზანი იყო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილის ინვესტირება ახალგაზრდების განათლებაში.


1864 წელს მართლაც გატარდა საგლეხო რეფორმა, ყიფიანის მოლოდინი არ გამართლდა. თავადის უმეტესობამ უარი განაცხადა აღებული თანხის 20% ინვესტირებაზე. ამის შემდეგ ცდა არ შეუწყვეტია ყიფიანს ამ საქმის განხორციელებისთვის. თუმცა საბოლოოდ იდეის განხორციელება ილია ჭავჭავაძემ მოახერხა მას უწევდა ხშირად რუსეთში ვიზიტი ამასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებების წარმოება. 1874წ ჩატარებულმა კრებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბანკის დაარსებაში არჩეული იქნა გამგეობა ასევე ზედამხედველი კომიტეტის წევრები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ სამზდისში. 9 სექტემბერს აირჩიეს საქმის მწარმოებლები ავალიშვილი, ჩოლოყაშვილი, ყაზბეგი. საბოლოოდ რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცა ბანკის წესდება 1874წ. 28 მაისს. დაიწყეს თანხის შეგროვება. 1874წ 3სექტემბრისთვის 87 366 მანეტი და 60 კაპიკი იყო ბიუჯეტი.გაზეთების საშუალებით როგორიცა „ივერია“, „კავკაზი“ გამოცხადდა რომ მსურველებს შეეძლოთ თანხების შეტანა, ამისათვის იყი გარკვეული საბუთები საჭირო. ამის შემდეგ კუთვნილი 160 ათასი მანეთი მოითხოვეს ფინანსთა სამინისტროდან ,ამ ყოველივეს გათვალისწინებით ბანკის გახსნის დღეს 1875 წლის 15 თებერვალს ბანკის ბიუჯეტი შეაადგენდა 255.584 მანეთს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს თანხა არ იყო საკმარისი, ბანკი არ გაცემდა ნაღდ ფულს გაიცემოდა მხოლოდ გირაოს ფურცლები,რომელიც იცვლებოდა ბირჟაზე, ასე დაიწყო ბანკმა არსებობა და მან უდიდესი როლი შეასრულა ქართველთა ცხოვრებაში.



 
დიმიტრი ყიფიანი
დიმიტრი ყიფიანი დიდი მონდომებით ცდილობდა ბანკის დაარსებას, მან გადაწყვიტა მანამ სანამ მემამულეები კუთვნილ თანხას მიიღებდნენ მოემზადებინა ბანკის დაარსების წინაპირობები.შეუსვენებლად მუშაობდა წესდების პროექტის შედგენისა და ბანკის გახსნის დაჩქარებისთვის.მიუხედავად წინაარმდეგობებისა ის არ ჩერდებოდა.1964 წლის 9 ნოემბერს დაუგზავნა მოწოდებები ყველა თავადაზნაურთა წოდების პირს.სადაც კარგად ეწერა ბანკის საფუძვლები, თხოვდა მათ ნათელი გონებით განეჭვრიტათ და ცხადად დაენახათ მამობრივი ვალდებულებები, შეგახსენებთ რომ ყიფიანის მოსაზრებით სწავლა განათლებას უნდა მოხმაროდა მოგებული თანხიდან

გარკვეული ნაწილი, შესაბამიად მოუწოდებდა კეთილ საქმეში ფულის ჩადებას. მისი დამოკიდებულება საბანკო საქმის მიმართ შეგვიძლია შევაფასოთ საკმაოდ სუსტად მარტალია ორიენტირებულად ხალხზე თუმცა როგორც ამას ზუბალაშვილი აცხადებდა მართლაც რომ გაკოტრდებოდა ბანკი ასეტი მოქმედებით, ვინაიდან ის ფიქრობდა რომ ბანკს სესხი უნდა გაეცაა დაბალ პროცენტში და თუ ვერ დააბრუნებდაა ბანკის საკუთრებაში დარჩებოდა ქონება დროებით სანამ მსესხებელი არ დააბრუნებდა ვალს, ეს იყო ჰუმანური დამოკიდებულება, რომელიც ვერ ხედავდა რეალურ ეკონომიკურ პირობებს, ეს დამოკიდებულება ასეც კი შეეაფასეს „იგი რომანტიკოსად აღმოჩნდა ეკონომიკურ ნიადაგზე“.ტუმცა ტუ ჩავღრმავდებით მისი საბანკო პოლიტიკა რეალურად მიზნად ისახავდა თავადაზნაურობის ხსნას ამ მძიმე ვითარებიდან.ტუუმცა რეალურად შესაძლოა ითქვას რომ საბოლოოდ შედეგები სხვანაირად განვითარდა.1865 წელს ჩატარებულმა კრებამ მხარი დაუჭირა ბანკის დაარსების იდეას, რომლითაც დაინტერესებული იყო მთავრობაც.2 წლის შემდეგ ჩატარებულ კრებაზე ყიფიანმა წარმოადგინა წესდება წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

1.ბანკში შეტანილი მამული არ უდა გაიყიდოს

2.გაჭირვებაში ბანკისგან უნდა გქონდეს იმედი,რომ ხელს გაგიმარტავთ 

როგორც ხედავტ ის მაინც აგრძელებდა რომანტიულ დამოკიდებულებას. მისი წესდება ძირითადად იყო მორგებული თავადაზნაურობაზე, თუმცა არ გამორჩენია გლეხობაც, მაგრამ აქ არსანიშნავია ის ფაქტი რომ მხოლოდ შეძლებულ გლეხებს შეეძლოთ ბანკით სარგებლობა, გლეხებს რომლებიც განაპირობებდნენ თავადაზნაურობის კეტილდღეობას, ალბათ გასაკვიირი არ უნდა იყოს რომ მისმა იდეებმა უკმაყოფილება გამოიწვია.ამის შემდეგ იყო ვიზიტი 1867წელს პეტერბურგში, ამ ვიზიტმა კარგად არ ჩაიარა. 3 წლის შემდეგ იყო მისთვის გადამწყვეტი კრება, 1870წ თბილისის გუბერნიის კრება სადაც მისი წესდება იწვევს კამათს,მისი უკანასკნელი გეგმა არ იქნა მიღებული. დაუწუნეს ბანკის წესდებაც 1871 წელს რის შემდეგაც კომისიაში აღარ იყო ყიფიანი. ამის შემდეგ ასპარესზე გამოდის ილია ჭავწავაძე.


ილია ჭავჭავა


ილია ჭავჭავაძე

ყველამ კარგად ვიცით ის ფაქტი რომ ილიამ უმრავი დრო და ენერგია დაახარჯა ბანკს , ასევე გვაქვს ცნობა მისი ღვაწლის შესახებ ბანკის დაარსებასა და განვითარებაში მან ხომ მთელი 32 წელი შეალია ამ საერო საქმეს და ვინ იცის კიდევ რამდენ წელს დაუთმობდა ბანკს რომ არა საშინელი მკვლელობა.საინტერესოა როგორ მიხვდა ის ამ სფეროში?ილიას გამოჩენა დაკავსირებულია დავით ერისთავთან რომელმაც 1872 წ დუშეთში ილიას წერილი მისწერა „ფინანსის მეტყველაბაში ცოტა სუსტად გახლავართ,ამიტომ მინდა შენთან მოლაპარაკება, რადგან მაზრის მარშალმა მიმიწვია თბილისს იმ კრებაზე. მე ქალაქს მივდივარ და მოგელი 14 ნოემბერს“ ილიას უარი შეუტვლია თუმცა ერისტავმა მას მეორე წერილიც მისწერა „ერთი სიტყვით,უშენობა ამ მოძრაობის დროს არ შეიძლება,თუ შენ არ წამოხვალ შენი რეჩი მაინც გამოაგზავნე“ ამავე აზრზე იყო ნიკო ნიკოლაძეც. სანდრო ერისტავი,გირგი ყაზბეგი,ნიკო ნიკოლაძე 5 ჯერ ასულან დუშეთში. 1871-72წწ „ბევრჯელ დაგვიპატიჟია მოდით მეთაურად გაგვიხდით გვიწინამძღვრეთ გვიმსახურეთ მეთქი ილია მარტლაც ჩამოვიყვანეთ თბილისსი და ახალგაზრდა ენერგიით ჩაება მუშაობასი“ საინტერესოა რომ არა მათ იაქტიურობა რა მოხდებოდა მაგ შემტხვევასი თუმცა ყველაფერი სწორ დროს და სწორ ადგილას მოხდა, ასერომ მათაც არ უნდა დავუკარგოთ წვლილი ამ საქმეში, რომ არა ისინი სულ სხვანაირი განვითარება ექნებოდა მოვლენებს და შესაძლოა გადადებულიყო კიდეცც ბანკის გახსნა ან გახსნილიყო მაგრამ სხვა კუთხით განვითარებულიყო მოვლენები.მისი ვიზიტი უუშედეგოდ არ დამტავრებულა ის ამ კრებაზე აირჩიეს 1872წელს თავჯდომარედ და ამის შემდეგ მუხლჩაუხრელად შრომობდა ბანკისთვის. დორებაში ასე აფასებდნენ მის შრომას „ჩვენ სრულ თანაგრძნობას ვუცხადებთ ამ ამორჩევას,პირუტვნელად შეგვიზლია ვთქვატ რომ ილიას ოდენა თითქმის არავის არ უშრომია ამ უკანასკნელ დროს თბილისის სათავადაზნაურო ბაანკისთვის და იმდენი მონაწილეობა ამ ბანკის წესდების შედგენისათვის არავის არ მიუღია“

ასევე იყო მოსაზრებები კერძოდ მესხი თვლიდა რომ ილიას გაუმარტივდებოდა წესდების შექმნა ვინაიდან რუსეთში ამ დროს იყო უკვე სატავადაზნაურო ბანკები თუმცა არა ილია მის მოარგო ქართულ რეალობას მისი ინციატივთ მოგება არ განაწილდებოდა დამფუძნებლებს შორის როგორც დივიდენდი არამედ მოგების ნაწილი მოხმარდებოდა ქარტულ საქმეს. მართლაც ასე მოხდა ბანკი იყო საზოგადოებრივი ხასიათის მოგების 35-40% (ქუთაისის 50%) ქართულ საქმეს ხმარდებოდა.საინტერესო იყო რა სარგებელს მოუტანდა ბანკი სხვა კუთხით მსესხებელს გარდა იმისა რომ მოგება ქართულ საქმეს ხმარდებოდა. ილიას ხალხს ასე პასუხობდა „საკუთრად შენ ცალკე ბანკი იმას გარგებს, რომ ფულს გასესხებს, ისიც დიდი სიფრთხილით დიდი შორსმჭვრეტელობით და დიდი ანგარიშით რომ ბანკს ფული არ დაეკარგოს“ რათქმაუნდა იყო წინააღმდეგობები და უპირისპრდებობა ტავადაზნაურობა იმმის გამო რომ მოგების ნაწილს ახმარდა სხვა საქმეს და არ მიდიოდა ეს მათ ჯიბეებში თუმცა ილიამ ყველაფერი მოახერხა იმისათვის რომ მის თავჯდომარეობის დროს ეს პრობლეებ იარმოეფხვრა. სწორრედ მისი დამსახურებაა ყველა ის სიკეთე რაც ქართველს ახსოვს ბანკისგან.თავისი ხემზღვანელობით უდიდესი როლი შესძინა ბანკს. უნდა აღინიშნოს რომ ეს იყო გუბერნიის მიერ დაარსებული ბანკი რომელსაც ილიამ სრულიად შეუცვალ მიმარტულება ის ეროვნულ დაწესებულებად აქცია და რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის პროგრესში.

Lale Qurbanova
თამარ კუდიანაშვილი
მარიამ მენაბდე