პალესტინა



პალესტინა გეოგრაფიულად წარმოადგენს მოგრძო ზოლს, შემოსაზღვრულს ჩრდილოეთიდან ლიბანის მთებით, სამხრეთით- არაბეთის უდაბნოთი, დასავლეთიდან-ხმელთაშუა ზღვით, ხოლო აღმოსავლეთიდან-სირია-მესოპოტამიის ველითქვეყნის დასავლეთი მხარე ცნობილი იყო ნაყოფიერებით, განსაკუთრებით-ზღვისპირა სანაპირო ზოლი, სარონისა და იესრეელის დაბლობები, გენისართის ტბის პირას მდებარე მდინარე იორდანეს ხეობა. დაწინაურებულ სასოფლო-სამეურნეომხარეს წარმოადგენდა აღმოსავლეთ პალესტინის ჩრდილოეთი მხარე-ბასანი.რაც შეეხება მკვდარი ზღვის სამხრეთ-დასავლეთსა და მდინარე იორდანის სამხრეთ-აღმოსავლეთრაიონებს, ისინი უფრო მესაქონლეობისათვის იყვნენ გამოსადეგი და ამის გამო ამ მხარეში მესაქონლეობა უფრო იყო განვითარებული, ვიდრე მიწათმოქმედება. ბუნებრივი სიმდიდრით პალესტინა არ გამოირჩეოდა. თუ სამშენებლო ქვა და კარგი ხარისხის თიხა კერამიკული წარმოებისათვის ბრავლად მოიპოვებოდა, ხე-ტყე თითქმის სრულიად არ იყო და იგი ფინიკიიდან შემოჰქონდათ. წიაღსეული სიმდიდღის რესურსებიც საკმაოდ შეზღუდული იყო.
ძველი პალესტინის, ანუ ქანაანის ისტორიის ძირითად წყაროებს არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული მასალა და წერილობითი წყაროები წარმოადგენს. არქეოლოგიურ მასალებტან ერთად ისრაელ-იუდეის სამეფოთა ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა ხასიათის ეპიგრაფიკული ძეგლები.
აღმოსავლეთ პალესტინაში აღმოჩნდა მოაბიტელთა მეგის- მეშას -წარწერა, სადაც იხსენიება ებრაელ ტომთა მთავარი ღვტაება იაჰვე და მოთხრობილია მოამბიტელია ომის შესახებ ებრაელებთან. არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული მასალიდან ირკვევა, რომ ადამიანი პალესტინს მიწა-წყალზე პალეოლითის ხანიდან ბინადრობდა. კარგად არის წარმოდგენილი პალესტინში მეზოლითიც, რომელიც ნატუფიური კულტურის სახელით არის ცნობილი. ნეოლოთის ხანის ნიწურულიდან პალესტინაში ჩნდება პირველი დასახლებელი.
ქალაქ იერიხონში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები მიუთითებს, რომ უკვე მეექვსე ატასწლეულში ის ადგილი, სადაც შემდგომ ქალაქი იერიხონი მდებარეობდა, წამოადგენდა გამაგრებულ დასახლებას კარგად ნაშენი სახლებითა და საკულტო ნაგებობებით. მისი მცხოვრებნი უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ, აშენებდნენ აგრეთვე ცხვარს, თხასა და ღორს.ხალკოლითი პალესტინაში ღასულის კულტურის სახელს უკავშირდება. ღასულის კულტურის წრეში შედის, იერიხონის ზოგიერთი ფენის გარდა, ისეთი ქალაქების არქეოლოგიური ფენები, როგორცაა ბეთშანი, მეგიდო და იესრეელის დაბლოებში მდებარე აფულა. ღასულის კულტურის ადამიანები მიწათმოქმედებას ირიგაციის საფუზველზე ეწეოდნენ. ისინი თესავდნენ ქერს, ხორბალსა და ფეტვს,მოჰყავდათ ბოსტნეული, ყურძენი, ზეთისხილი.
ადრებრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს ძველი პალესტინის ქალაქთა უმრავლესობა. ადრებრინჯაოს ხანაშივე მოხდა პალესტინის მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება. პალესტინის აბორიგენები სემიტები არ უნდა ყოფილიყვნენ, მესამე ათასწლეულში კი პალესტინის მიწაწყალზე სემიტური მოდგმის ტომები სახლდებიან, რომელნიც სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან ტალღებად იჭირებიან პალესტინაში.
თავდაპირველად სემიტების ძირითად სამეურნეო საქმიანობას მომთაბარე მესაქონლეობა შეადგენდა. პალესტინაში გაბატონებული სემიტიური ტომები ქანაანელების სახელით იყვნენ ცნობილი, ძველ პალესტინას ქანაანი ეწედებოდა. ქანაანელები დასავლურსემიტუტი მოდგმის ტომები იყვნენ და ქანაანური ენაც დასავლურსემიტური ენების ჯგუფს მიეკუთვნება.
ძველ ეგვიპტუტი წყაროები მიუტითებენ , რომ ეგვიპტელები ჯერ კიდევ მე-3 ათასწლეულში აწყობდნენ ლაშქრობებს პალესტინაზე და გავლენას ახდენდნენ მასზე. ეგვიპტის წინაყმდეგ საბრძოლველად სირია-პალესტინის ქალაქებმა კოალიცია შექმნეს. აღნიშნულ კოალიციას სირიის ქალაქი ქადეში მეთაურობდა, ხოლო პალესტინის ქალაქთა შორის ამ კოალიციაში მთავარ როლს ქალაქი მეგიდო ასრულებდა. ქალაქ მეგიდოსტან მომხდარ ბრძოლაში თუტმოსმა სირია-პალესტინის ქალაქთა კოალიცია დაამარცხა. თუთმოს მე-3 წარმატებების მიუხედავად სირია-პალესტინაში ანტიეგვიპტური მოძრაობა არ წყდებოდა. ფარაონმა ამენჰოტეპ მე-2 სირია-პალესტინასი ორი სასტიკი დამსჯელი სამხედრო ექპედიცია მოაწყო. ეგვიპტელთა დამსჯელი ექსპედიციები პალესტინაში თუტმოს მე4 მეფობის ხანასიც გრძელდებოდა.მე-18 დინასტიის უკანასკნელი ფარაონების დროს ეგვიპტის დასუსტებას აზიაში მოჰყვა ხეთების ძალაუფლების კონსულიდაცია სირიაში.
სეტი პირველის მემკვიდრის რამსეს მეორის მეფობის ხანაში ომმა ეგვიპტესა და ხეთებს შორის სირიის გამო კულმინაციას მიაღწია. ქადეშის (1312) ბრძოლის შემდეგ ეგვიპტელთა გავლენა პალესტინაზე შეირყა. ფარაონი რამსეს მესამე ცდილობდა აღედგინა ეგვიპტის დაკარგული გავლენა პალესტინზე. ამსეს მესამეს გარდაცვალების შემდგომ ეგვიპტის გავლენა პალესტინაში განუხრელად ეცემა, რასაც ხელი შეუწყო ასურეთის, მართალია, ხანმოკლე, მაგრამ სწრაფმა გაძლიერებამ ტიგლათფილესერ პორველის მეფობის დროს. ეგვიპტისა და ასურეთის შემდგომმა დასუსტებამ ადგილობრივ ძალებს გაუხსნა ხელი და ამიერიდან ჰეგემონობა პალესტინაში ფილისტინელების და ისრაელ-იუდეისა ხელსი გადადის.

Lale Qurbanova

წყარო

გ.მელიქიშვილი.1988.ძველ აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია.თბილისი