მას შემდგომ, რაც სპარსეთმა ჩააქრო იონიელთა აჯანყება და სასტიკად გაუსწორდა მათ ქალაქებს, სპარსეთის მეგემ მზადება იწყო მათი დამხმარე ათენისა და ერეტრიის დასაჯელად. მეფე დარიოსს განუცხადებია, რომ იგი იმ დრომდე არ დამშვიდდება, ვიდრე სამაგიეროს არ გადაუხდის ევროპელ ბერძნებს, რომელთაც დახმარება აღმოუჩინეს მის წინააღმდეგმცირეაზიელ ახალშენებს. ამასთან მან, თითქოს ერთ-ერთ კარისკაცს უბრძანა ყოვლედღე დილით შემდეგი სიტყვებით მიემართა:"ხელმწიფევ ათენელებს ნუ დაივიწყებ"-ო.
ჰეროდოტეს სიტყვით, დარიოსმა, ვიდრე ჯარებს გაგზავნიდა ბერძნების წინაღმდეგ, განიზრახა ელინების განწყობილების გამორკვევა, ფიქრობენ თუ არა ისინი მასთან ომის წარმოებას, თუ მას უბრძოლველად დაემორჩილებიან. ამ მიზნით მან გაგზავნა ელადაში განსაკუთრებული პირები "მიწისა და წყლის" მოთხოვნით. მხოლოდ ათენისა და სპარტაში მოჰკლეს მისი მოციქულები, რომლებიც მათაც ეწვივნენ " მიწისა და წყლის" მოთხოვნით. დარიოსმა ამით დარწმუნდა, რომ საბერძნეთს სახელმწიფოებთა უმეტეს ნაწილს არ სურს აღიაროს სპარსელების ბატონობა და მხოლოდ მცირე ნაწილია სპარსელების მხარეზე. დარიოსმა გასცა სპარსელების ჯარების საბერძნეთზე გალაშქრების ბრძანება. ჯარების მეთაურობა ჩააბარა მედიელ დატისსს და თავის ნათესავს არტაფერს, რომელიც მილეტთან ომში თავი ისახელა. ამ გალაშქრებას მიზნად ჰქონდა დასახული არა საბერძნეთის დაპყრობა, არამედ იმ სახელმწიფოების სამაგალითოდ დასჯა, რომელთაც დახმარების ხელი გაუწოდეს იონიელ მეამბოხეთ.
490 წლის ზამთრის დასაწყისში სპარსელთა ჯარები დაიძრეს კილიკიიდან, სატრანსპორტო გემებით გადავიდნენ ეგეოსის ზღვაზე და უწინარეს ყოვლისა სასტიკად გაუსწორდნენ ნაქსოსს, რომელმაც სპარსელების წინააღმდეგობა გაუწია 500 წელს. შემდეგ კი მიადგნენ ევბეის ქალაქ ერეტრიას, რომელმაც იონიელებს დასახმარებლად 5 გემი გაუგზავნა. ამის შემდგომ სპარსეთის ფლოტმა გასწია ატიკის აღმოსავლეთი ნაპირისაკენ. აქ სპარსელები გემებიდან ნაპირზე გადავიდნენ და ათენიდან 30 კილომეტრის დაშორებით, მარათონის ველზე დაბანაკდნენ. ათენელებმა აფრინეს კაცი სპარტაში და ითხოვეს დახმარება. სპარტელებმა უხერხულად ჩათვალეს დაუყოვნებლივ დახმარებაზე პირდაპირ უარისთქმა და მთვარის გავსებამდე ლაშქრობის შეუძლებლობა მოიმიზეზეს. სამაგიეროდ ათენელების დასახმარებლად საჩქაროდ მოვიდა ათასამდე პლატეელი. ძველად დიდად აზვიადებდნენ მარათონის ველზე დაბანაკებული სპარსელების რიცხვს (ანგარიშობდნენ 200.000-600.000-მდე), ნამდვილად კი მათი რიცხვი ალბათ, 15.000, ხოლო ბერძნებისა -10.000 არ აღემატებოდა. დაგვიანებით გამოცნდნენ ბრძოლის ველზე სპარსელები, მაგრამ შეაქეს ათენელები და უკანვე დაბრუნდნენ. ამგვარად, ბრძოლის მთელი სიმძიმე ათენელებმა გადაიტანეს, სპარსელები სასტიკად დაამარცხეს. მარატონის ბრძოლის მორალური და პოლიტიკური მნიშვნელობა ბერძნებისათვის ეჭვის გარეშე განსაკუთრებული იყო.