თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის

თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის ეწოდება იმ სამხედრო-პოლიტიკურ კამპანიას, რომელიც მიმდინარეობდა ერთ მხარეს თურქ რევოლუციონერებსა და მეორე მხარეს, დიდ ბრიტანეთს, სომხეთს, საბერძნეთსა და იტალიას შორის.
                                
მუსტაფა ქემალ ათათურქი


სურდა შეეცვალა დამხობილი, თეოკრატიული ოსმალეთის იმპერია თანამედროვე, მშვიდობიანი თურქეთის რესპუბლიკით. თურქების თითქმის უმრავლესობა სუნიტური მიმდინარეობის მუსულმანია. ათათურქს სჯეროდა, რომ ახალი თურქეთის შექმნის მცდელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა წარმატებული, თუ გაუქმდებოდა ოსმალეთის იმპერიისა და ისლამური სამართლის მრავალი კონსერვატიული გადმონაშთი, შეიზღუდებოდა სახელმწიფოში რელიგიის როლი და დასრულდებოდა ქვეყანაში „ანაქრონისტული“ რელიგიური საქმიანობა.




სევრის ხელშეკრულება

სევრის ხელშეკრულება სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული 1920 წლის 10 აგვისტოს
ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტას შორის პირველი მსოფლიო ომის დასასრულებლად.


ლოზანის საზავო ხელშეკრულება
ლოზანის კონფერენციის ძირითად შემაჯამებელ დოკუმენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ - ლოზანის საზავო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 1923 წლის 24 ივლიის მოაწერეს.ერთი მხრიდან - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, საბერძნეთის, სერბებისა და რუმინეთის, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს წარმომადგენლებმა, ხოლო მეორე მხარეს - თურქეთის წარმომადგენლებმა. ამ ზავმა შეცვალა 1902 წლის სევრის ხელშეკრულება. ამ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა თურქეთის საზრვრები, ოსმალეთის იმპერიაც სწორედ ამ დროს იქნა იურიდიულად დაშლილი. თურქეთისა და ანტანტას სახელმწიფოებს შორის კი ზავი გამოცხადდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე. ზავის თანახმად: თურქეთს კვლავ დარჩა აღმოსავლეთი თრაკია, იზმირი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც დაკარგული ჰქონდა სევრის ხელშეკრულების შედეგად. არაბეთზე, სუდანზე, ეგვიპტესა და სხვა გავლენის სფეროებზე კი უარუ თქვა თურქეთმა, თრაკიის საზღვარი კი მდინარე მერციია სანაპიროს გაჰყვა.